მიხეილ ყაველაშვილი - რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა - კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოვიწვიე

მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრა გამართა.

როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომის პაპმა საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.

„მის უწმინდესობას კიდევ ერთხელ მივულოცე კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა.

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები - ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

რომის პაპს ასევე მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოვიწვიე“, - წერს ყაველაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე