სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინის კრიზისის სამართლიანი მოგვარების მიმართ რუსეთის ერთგულება დაუდასტურა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო ­საუბრის დროს უკრაინაში კონფლიქტის სამართლიანი მოგვარების მიმართ რუსეთის ერთგულება დაადასტურა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის მიერ შექმნილი „უკრაინის კრიზისის“ სამართლიან მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთს მტკიცე პოზიცია აქვს.

„ეს პოზიცია გუშინ კიდევ ერთხელ სრულად გარკვევით დაადასტურა პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შედეგად“, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს