პროკურორი ნიკა გვარამიას განცხადებაზე - იმ მომენტიდან, როცა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება

იმ მომენტიდან, როდესაც ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა მარი მეშველიანმა განაცხადა, რითაც პროცესზე ნიკა გვარამიასა და მისი ადვოკატების პოზიციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა - ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ზუსტად იგივე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც არსებობს [173,3] და სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო.

პროკურორის განცხადებით, როდესაც გვაქვს ორი ნორმა და თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტები, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს.

„თავდაპირველად ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში აღნიშნული ნორმა შეტანილი იქნა, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თუმცა შემდგომში, როდესაც ჩაითვალა, რომ ხსენებული ქმედებისთვის დაწესებული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. იმ მომენტიდან, როდესაც ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, ეს ქმედება ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით.

როდესაც გვაქვს ორი ნორმა და თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტებია, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს და ეს გაწერილია თავად ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით. შესაბამისად აღნიშნული კანონით ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, ნიკა გვარამიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ეწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს