რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატი აცხადებს, რომ "საფრანგეთის, მოლდოვისა და სხვა აქტორების მიერ ჩარევის უდავო მტკიცებულებები“ აქვთ და არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯ სიმიონი არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს. ამის შესახებ თავად ჯორჯ სიმიონმა განაცხადა.

ცნობისთვის, 18 მაისს ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, მას შემდეგ რაც 2024 წლის ნოემბერს პირველი არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსული ჩარევის გამო ბათილად იქნა ცნობილი.

„არჩევნებს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ იგივე მიზეზებით, რის გამოც მათ დეკემბერში გააბათილეს“, - განაცხადა სიმიონმა და მიზეზად „უცხოური ჩარევა და ინსტიტუციონალური კომპრომეტირება“ მოიყვანა.

„ახლა საფრანგეთის, მოლდოვისა და სხვა აქტორების მიერ ჩარევის უდავო მტკიცებულებები გვაქვს, რაც ორკესტრირებული ძალისხმევა იყო, რათა მომხდარიყო ინსტიტუტების მანიპულირება, მედია ნარატივების მართვა, და, საბოლოო ჯამში, ისეთი შედეგის თავს მოხვევა, რომელიც რუმინელი ხალხის სუვერენულ ნებას არ ასახავს“, - განაცხადა სიმიონმა.

მისი თქმით, მოლდოვამ „ხმების საყიდლად“ 100 მილიონი ევრო დახარჯა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „მკვდარმა ხალხმა“ მისცა ხმა.

ცნობისთვის, აქამდე, 19 მაისს, სიმიონმა თავის Facebook პროფილზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა და ნიკუშორ დანს გამარჯვება მიულოცა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე