ირაკლი კობახიძე -  კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი 4 წლისთვის - ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე თბილისი იქნება უფრო მეტად განვითარებული

რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი,­ არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის მზადდება გეგმა და ოთხი წლის შემდეგ თბილისი კიდევ უფრო მეტად განვითარებული იქნება.

„ყველა ვხედავთ, როგორ ვითარდება დღიდან დღემდე ჩვენი დედაქალაქი, მუდმივად ლამაზდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ბაგების გადასასვლელი ხიდი და ამ პროექტმა უკვე ძალიან გააადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და ეს პროექტიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ქალაქში გადაადგილება დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. გარდა ამისა, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქში შესაბამისი სივრცეების განვითარებას. ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მე ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს