შალვა პაპუაშვილი - საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან

ჩვენი საზოგადოება, უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ როდესაც ბრიუსელიდან ხალხს მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპული დაფინანსებითაც, სიძულვილს და ძალადობას ავრცელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან.

„გუშინ, ევროკავშირის ერთ-ერთმა კომისარმა „ქართველ ხალხს“ მიმართა სიტყვებით: „იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“.

ჩვენი საზოგადოება, უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ როდესაც ბრიუსელიდან ხალხს მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპული დაფინანსებითაც, სიძულვილს და ძალადობას ავრცელებენ და ამით, „ევროპულ ღირებულებად“ ზიზღს და ტერორს ამკვიდრებენ.

ეს რომ ასეა, ამ მიმართვიდან რამდენიმე საათში დადასტურდა. ბრიუსელიდან წამოსული შეგულიანება გაციებულიც არ იყო, რომ ჯერ ბრიუსელის მოთხოვნით შეწყალებული გვარამიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ 26 მაისს მსხვერპლი დაგვიანონსა, შემდეგ კი ბრიუსელიდან დაფინანსებული "დროას" ერთ-ერთი ლიდერი, მარიამ სიჭინავა, ქართული ყურისთვისაც კი ზღვარგადასულად უხამსი ლექსიკითა და მუქარით, თავს დაესხა პარლამენტის წევრს.

საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან.

ევროკავშირი შეიქმნა როგორც მშვიდობის პროექტი. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის და ბიუროკრატის ქცევა კი აცილებს მას ამ ფუძემდებლურ ღირებულებით კალაპოტს.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელმა განმარტოს, გულისხმობს თუ არა ის „ევროპულ ღირებულებაში“ მისი დაფინანსებული პირების მიერ წარმოებულ სიძულვილის კამპანიას და ტერორს და აპირებს თუ არა, შეწყვიტოს მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი ჯგუფების მხარდაჭერა.

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა "ცუდად საუბარი" ან „თავდასხმა“, არამედ "ლეგიტიმური კრიტიკაა", რომელსაც პასუხი სჭირდება,” - წერს პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა