გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძის ფიგურა საერთოდ არ შეესაბამება რაიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე საუბარს, ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაწილია, აი, გედი ფოფხაძის როლი და პლატფორმა კი ჯერ ვერ გამოვიცანით და ალბათ, ესეც ცნობილი გახდება

პაატა ბურჭულაძემ ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში - მიაჩნია, რომ თვითონ არის ერთადერთი და განუმეორებელი - რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ როგორც სერიოზულ ადამიანზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს და სიტყვა „პლატფორმა“ მისგან ძალიან შორსაა.

„არ ვიცი რომელი უფრო წარმატებული იქნება, პაატა ბურჭულაძის პლატფორმა თუ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ერთმანეთთან ბრძოლაში, მაგრამ საქართველოში ვერ იქნება წარმატებული. წარმატებული იყო პაატა ბურჭულაძე, როცა მღეროდა მსოფლიოს სცენაზე, შემდეგ უმღეროდა უკვე პუტინს და რუსეთში იყო თანამდებობებზე დანიშნული ადამიანი. ამას ვერანაირად ვერ ჩავუთვლით იმ წარმატებაში, რომელსაც დღეს ჩემულობს, რომ თურმე ეგ არის მედროშე ევროპისაკენ სვლის. არ შეესაბამება პაატა ბურჭულაძის ფიგურა საერთოდ რაიმე პლატფორმაზე საუბარს, მით უმეტეს, სერიოზულ საუბარს. სალომე ზურაბიშვილი, რასაკვირველია, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქარტიით უნდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერიც გახდეს, მათ შორის და პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ თვითონ არის ერთადერთი და განუმეორებელი. აი, გედი ფოფხაძის როლი და პლატფორმა ვერ გამოვიცანით ჯერჯერობით და ალბათ, უახლოეს პერიოდში ესეც ცნობილი გახდება.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. არსებობს სისულელე, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ხშირად გვთავაზობს, რათა მისი სახელი ხშირად იქნას განმეორებული. სისულელეს ამბობს სულელი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ პაატა ბურჭულაძე, სადაც იყო გამოჩენილი და მღეროდა მეტროპოლიტენ ოპერაში მაქვს მისი მონაწილეობით მოსმენილი საოპერო დადგმა - „აიდა“. მანდ კარგი იყო და მერე დაიწყო სიმღერები და ფლუგერივით ტრიალი. ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას სათავეში ჩაუდგა. რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ როგორც სერიოზულ ადამიანზე. ერთი კი შეგვიძლია ვთქვათ, შესანიშნავი სქემით ჩაატარა თაღლითობა, რასაც ჰქვია ვითომდა, უსახლკაროთა და ბავშვთა დახმარება. შესანიშნავი, კარგად გათვლილი თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა მაშინ და დღეს მას ვუყურებთ როგორც რაღაც პოლიტიკურ ლიდერს და რაღაც პლატფორმებზე ვლაპარაკობთ. სიტყვა პლატფორმა პოლიტიკურ თემაშია, პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით არის ძალიან შორს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით