ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, შევქმნათ ალტერნატიული პროცესი, რაც უნდა მოიცავდეს ელექტრონული არჩევნების ფორმატის გამოყენებით სახალხო პლებისციტს

მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შევქმნათ ალტერნატიული პროცესი და ეს ალტერნატიული პროცესი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ელექტრონული არჩევნების ფორმატის გამოყენებით სახალხო პლებისციტს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, უნდა განისაზღვროს, ვინ შეუწყობს ხელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციას არჩევნებში მონაწილეობით და ვინ დარჩება ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლაში.

„მნიშვნელოვანი არის, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებაში ჩამოვაყალიბოთ აზრი, რომ ჩვენ ჩვენი მონაწილეობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ უნდა შევუწყოთ ხელი რეჟიმს, ლეგიტიმაცია მოახდინოს და არჩევნები ჩავატარებინოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შევქმნათ ალტერნატიული პროცესი და ეს ალტერნატიული პროცესი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ელექტრონული არჩევნების ფორმატის გამოყენებით სახალხო პლებისციტი იქნება თუ აზრის დაფიქსირება, ამ პროცესის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ქილიკს, რომ აპლიკაცია არ არის, ესტონეთში არ არის დანერგილი და ა.შ. მარტო ერთ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი გამოცდილება დაახლოებით სამოცი ათასი ადამიანის მიერ ელექტრონული არჩევნების ჩატარების და დღევანდელ XXI საუკუნის საქართველოში უამრავი აპლიკაცია არსებობს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ, ამის გამოცდილება გვაქვს და ეს პრობლემა არანაირად არ იქნება. მთავარი არის, რომ პოლიტიკური პარტიები ჩამოვყალიბდეთ და განვსაზღვროთ, ვინ შეუწყობს ხელს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაციაში ან ვინ დარჩება ქართველ ხალხთან და ვინ გააგრძელებს საპროტესტო მოძრაობას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს