პაატა ბურჭულაძე - მე წარმოვადგენ გაერთიანებას, რომელსაც “რუსთაველის გამზირი” ჰქვია, ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე, არავინ აპირებს რამის ჩაშლას - რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ, არა საბრძოლველად

არ ვიცი ვინ იბარებს აღლუმს, თუმცა ერთი რამ ვიცი, ქართულ ჯარს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო მიხეილ ყაველაშვილის წინ. ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი ჩვენ აღარ გამოგვადგება, - ამის შესახებ გაერთიანება “რუსთაველის გამზირის” წევრმა პაატა ბურჭულაძემ 26 მაისთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ აპირებენ მისვლას და არა საბრძოლველად.

“მე წარმოვადგენ გაერთიანებას, რომელსაც ჰქვია “რუსთაველის გამზირი”. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე, არავინ აპირებს რამის ჩაშლას, პირიქით თავს ნუ დაგვესხმებიან და “ხარებას” რაზმი არ მოუშვან ჩვენკენ. მე დავესწარი რამდენიმე სხდომას, სადაც იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ყველანი დავესწრებით ამ ზეიმს, რადგან სახალხო ზეიმია.

არ ვიცი ვინ იბარებს აღლუმს, თუმცა ერთი რამ ვიცი, ქართულ ჯარს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო მიხეილ ყაველაშვილის წინ. ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი ჩვენ აღარ გამოგვადგება.

არ ვიცი როგორი ფორმით იქნება, ჩვენ რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ, ჩვენ იქ საბრძოლველად არ მივდივართ”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის იდეას არჩევნების ციფრული მეთოდით ჩატარების საკითხზე, ბურჭულაძე აცხადებს, რომ სამი სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს შემოთავაზება არჩევნების ციფრული მეთოდით ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ჩამოვლენ სპეციალისტები და შეთანხმდებიან ზუსტ ვერსიაზე.

“ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სატელეფონო არჩევნებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები უკვე ჩატარდა ესტონეთში. მას შემდეგ, რაც ვთქვით რომ უნდა ჩავატაროთ ინტერნეტ არჩევნები, სამი შემოთავაზება გვაქვს. სამი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და ვკითხავთ რომელია ყველაზე სანდო. რომელიც იქნება ყველაზე სანდო, ამის შემდეგ შევთავაზებთ “ქართულ ოცნებას” ჩაერთოს ამ საქმეში და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. სხვა არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი და კალანდარიშვილი დაიწერენ რამდენსაც უნდათ. დასხდებიან სპეციალისტები, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან და განიხილავენ რომელია ყველაზე სანდო. აპლიკაცია უკვე შექმნილია - ერთი ამერიკაშია, ორი ევროპაში”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით