გიორგი სიორიძე - პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, ჩვენ ამას ვაკეთებთ - ვემზადებით

პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვემზადებით , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ იმუშავებს ისე, როგორიც იქნება ამომრჩევლის დაკვეთა.

„ჩვენი პოზიცია თავიდანვე თანმიმდევრული და მკაფიო იყო. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც მინიმუმ 200 000 ამომრჩეველს წარმოადგენს, რაც ვერ გაგვიყალბეს, ეს დადასტურებული ფაქტია. ჩვენ ვემსახურებით ქართულ საზოგადოებას. პარტიას აქვს თავისი კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია, ის უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკური ნების ფორმირებაში. სხვადასხვა ფორმა შეიძლება იყოს ამის. როდესაც ქვეყანაში მთავარი დღის წესრიგი იყო პროტესტი, „ლელო“ პირველი იდგა პროტესტში. ვერცერთი პარტია ვერ იტყვის, რომ „ლელოზე“ მეტი გაუკეთებია...

პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვემზადებით, ვწვრთნით ჩვენს ხალხს იმიტომ, რომ მთავარი მიზანი რაც გვაქვს, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოპოვება, ბუნებრივია სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ეს საკითხი არ შეიძლება იყოს ჩამნაცვლებელი ამ მთავარი მოთხოვნისა.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბრძოლა არ შეწყდება, არ შევწყვეტთ ჩვენც, მაგრამ რასაც ჩვენი ამომრჩეველი დაგვიკვეთავს იმ მომენტში, როდესაც იქნება სწორი გზა ბრძოლისა და გეგმის შემუშავებისა, ისე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობიანი, სოლიდური ოპოზიციური პარტია ვართ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს