რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატის სარჩელი უარყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სასამართლოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მსჯელობის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების გაუქმების მოთხოვნა ერთხმად უარყო. გადაწყვეტილება საბოლოოა“, - ნათქვამია რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

შეგახსენებთ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემებით, დენმა ხმების 53.60% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯ სიმიონმა 46.40%.

ჯორჯ სიმიონმა 19 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოში შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

„არჩევნებს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ იგივე მიზეზებით, რის გამოც მათ დეკემბერში გააბათილეს. ახლა საფრანგეთის, მოლდოვისა და სხვა აქტორების მიერ ჩარევის უდავო მტკიცებულებები გვაქვს, რაც ორკესტრირებული ძალისხმევა იყო, რათა მომხდარიყო ინსტიტუტების მანიპულირება, მედია ნარატივების მართვა, და, საბოლოო ჯამში, ისეთი შედეგის თავს მოხვევა, რომელიც რუმინელი ხალხის სუვერენულ ნებას არ ასახავს“, - განაცხადა სიმიონმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს