შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის გადაწყვეტილებაზე - მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმების თაობაზე ლიეტუვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების უხეში და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე დარღვევა.

პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2010 წლის ამ ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მიენიჭა, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიდევ 7 წელი უვიზო რეჟიმი არ გვქონდა. მხოლოდ 2017 წელს, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ლიეტუვამ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა.

როგორც სააგენტო Delfi იუწყება, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო.

ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს აცნობოს.

ცნობისთვის, ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი 8 მაისს გააუქმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ