გიგი უგულავა - ჩვენ ვაკვირდებით გამოცხადებული დაჭერის ქრონიკას - ზურაბ ჯაფარიძეს დაჭერას, როგორც ჩანს, აპირებენ და ვხედავთ რა ხდება სასამართლოში, ციხე-სიმაგრედაა გადაქცეული

სასამართლო ციხე-სიმაგრედაა გადაქცეული, ყველა კარები დაკეტილია. როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძეს დაჭერას აპირებენ, ეს არის დღევანდელი ციხე - სახელმწიფო - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს სასამართლო არაა, „ეს არის მონსტრების კორპორაცია, რომელსაც რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს“.

„დღეს გაცილებით მძიმე ამბავი ხდება აქ, სასამართლოში. პრაქტიკულად, ჩვენ ვაკვირდებით გამოცხადებული დაჭერის ქრონიკას. ზურაბ ჯაფარიძეს დაჭერას, როგორც ჩანს, აპირებენ და ვხედავთ რა ხდება სასამართლოში. ციხე-სიმაგრედაა გადაქცეული. ყველა კარები დაკეტილია. მთლიანად, მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან მოხსნილია პოლიცია და აქაა. ეს არის დღევანდელი ციხე - სახელმწიფო.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ძალადობა და მარაზმი, ამის შედეგი იქნება მხოლოდ ერთადერთი. რაც უფრო დიდხანს იბოგინებს „ქართული ოცნება“, რაც უფრო დიდხანს იძალადებს, მით უფრო მტკივნეული და სასტიკი იქნება ივანიშვილისა და მათი ბოლო. ეს არის ლოგიკა, რომელსაც მსოფლიოს ისტორიაში ვერავინ ვერასდროს გაექცა. დღევანდელი დღე კარგად დაიმახსოვრეთ! გაგრძელდება ეს ძალადობა, სამწუხაროდ, დაჭერებიც გაგრძელდება, მაგრამ შედეგი ივანიშვილისთვის სასტიკი იქნება. ეს ძალადობა შობს იმხელა სიძულვილს, რომელიც მას, მის ოჯახებს და ყველას გადაუვლის როგორც საშინელი ღრუბელი. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს იღებს და ძალადობს ადამიანებზე, უკანონოდ აკავებს. ეს სასამართლო არაა, ეს არის მონსტრების კორპორაცია, რომელსაც რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია