სალომე სამადაშვილი - მარკო რუბიომ ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი - რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება, -ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს იმიტომ, რომ „ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს”.

„ჩვენ ძალიან ნათელი განაცხადი მოვისმინეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, რომელმაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმაც იციან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ს მხარდაჭერა, ამ სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი იყო და დღეს, ჩვენ ამ მხარდაჭერას, სწორედ იმიტომ ვკარგავთ, რომ ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს.

რუსეთი ამ ქვეყანაში დიდი ხანია ცდილობს, სწორედ მსგავსი ხელისუფლების მოყვანას ქვეყნის მართვის სადავეებში და დღეს, როდესაც რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, რა თქმა უნდა, ისინი სიხარულით ადასტურებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიამერიკულ ხელისუფლებას წარმოადგენენ და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”, - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სამადაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„გუშინ, ჩვენ ძალიან სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ გერმანიის ელჩზე თავდასხმის ფაქტზე, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების თვითგამოცხადებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელმაც ფაქტობრივად, ინსინუაცია გააკეთა, რომ ელჩების დამსახურებაა და მათი პოლიტიკის შედეგია, რომ მსგავსი თავდასხმა განხორციელდა, რაც არის პირდაპირ მოწოდება, წახალისება ძალადობის და ჩვენ ამის ლოგიკური გაგრძელებაც ვნახეთ, როდესაც იგივე მოძალადემ ახლა უკვე მუქარის ენით საუბარი დაიწყო გერმანიის ფედერაციის ელჩზე. ეს არის შედეგი „ქართული ოცნების” არამხოლოდ უმოქმედობის, (რასაც ნიშნავს ის, რომ გამოძიება არ დაწყებულა), არამედ ისეთი ძალადობის წამახალისებელი განცხადებების, როგორიც გუშინ ბოჭორიშვილმა გააკეთა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე გერმანიის ფედერაციის ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება”, - აღნიშნა სამადაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში