ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე - ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი - ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს

ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.

„დიდი ალბათობით, რადგან ამოდენა მობილიზაცია აქვთ და ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. მაგრამ ერთი ვერ გათვალეს აშკარად, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სილა, როცა კომისიაზე არ მივიდნენ, შემდეგ ოქრუაშვილმა ხელუკუღმა დაუმატა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ უხრის. ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება