ნინო დოლიძე - ზურაბ ჯაფარიძის პროცესი არის ოპოზიციონერი ლიდერის პოლიტიკური დევნა - სასამართლოს ეზოშიც კი არ შეგვიშვეს

მიმაჩნია, რომ პროცესი არის ოპოზიციონერი ლიდერის პოლიტიკური დევნა და ამას სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე, ნინო დოლიძე „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესს.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, მას სურდა სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგან სამართალდამცველებს სასამართლოს მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი ჰქონდათ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ამასთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესია. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის ოპოზიციონერი ლიდერის პოლიტიკური დევნა და ამას სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ყველა ადამიანს, ვინც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იქნება.

მინდოდა პროცესზე ვყოფილიყავი, მაგრამ არა თუ სხდომათა დარბაზში, არამედ სასამართლოს ეზოშიც კი არ შეგვიშვეს. გადაკეტილი იყო და იყო პოლიციის კორდონი. პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა, რაც ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ? პრობლემა იყო, მათ შორის მისვლა.

მოლოდინები არც ისე პოზიტიურია, რადგან გვაქვს მსგავსი გამოცდილება. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება, ამ მართლმსაჯულების მიმართ იმდენი კითხვა არსებობს, რომ რთულია ელოდო ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიუკერძოებელი იქნება“,- განაცხადა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს