ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში, ასევე უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში წაუყენეს.

აშშ-ის პროკურორმა ჯანინ პირომ განაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს და მოსალოდნელია დამატებითი ბრალდებები.

„ეს არის საქმე, რომელიც სიკვდილით დასჯას ექვემდებარება“, - განაცხადა ჯანინ პირომ და დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიიღებენ თუ არა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილებას.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელმა, სტივ ჯენსონმა მკვლელობას ტერორისტული აქტი და ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა უწოდა.

შეგახსენებთ, გუშინ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 30 წლის ელიას როდრიგესი სროლიდან მალევე, ადგილზე დააკავა. ის დაკავებისას სკანდირებდა : „თავისუფლება პალესტინას“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა