შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფი პირდაპირ აანონსებს პროვოკაციებს და ძალადობას - თუ რომელიმე „ენჯეო“ კიდევ ერთხელ გაერევა ძალადობაში, პირდაპირ იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს

ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ დააანონსეს ძალადობა 26 მაისს - ვხედავთ, ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფი პირდაპირ აანონსებს პროვოკაციებს და ძალადობას. თუ რომელიმე „ენჯეო“ კიდევ ერთხელ გაერევა ძალადობაში, პირდაპირ იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფება, ოპოზიცია კი ევროკავშირის ელჩს ხვდება.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობს.

„არ ვიცი, ვინ ვის ხვდება, თუმცა, ვაკვირდები რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ დააანონსეს ძალადობა 26 მაისს. პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე. საინტერესოა ზოგიერთი ელჩის ცალსახა პოზიცია. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს, პარტიების და „ენჯეოების“ მოძალადე ჯგუფებმა როგორ სცადეს რადიკალიზაცია, იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე, არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამ ყველაფერს უყურებდნენ დამფინანსებელი ელჩები, ხმა არ ამოუღიათ. თვეზე მეტი გავიდა და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორების, როდესაც მათმა დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ ძალადობის აქტი ჩაიდინეს 9 აპრილს მემორიალთან. ახლაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფი პირდაპირ აანონსებს პროვოკაციებს, ძალადობას. თუ რომელიმე „ენჯეო“ კიდევ ერთხელ გაერევა ძალადობაში პირდაპირ იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ან დონორები და საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი მათ ანგარიშზე იქნება“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ