შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრის არ შემოშვებაზე - მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო კითხულობს ვენის კონვენციას - 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ქვეყნის საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიოს

ევროკავშირს რომ დაეცვა ვენის კონვენცია, ის არ ჩაერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნებში - ჩვენ ვიქცევით ევროპულად, სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩო არ იქცევა ევროპულად, ვისურვებ, ჩახედონ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, სიმბოლური ციფრია 41, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის დელეგაციის წევრის, საიმონ ვანდერბრუკის ქვეყანაში არ შემოშვების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაზეც განცხადებები გააკეთეს, როგორც საგარეო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე განცხადება გააკვეთეს. გაკეთდა განმარტება, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხილიც გამოთქვა ამ შეცდომის გამო და აღნიშნულ თანამშრომელს ნებისმიერ დროს შეუძლია შემოვიდეს ქვეყანაში. ამ საკითხზე განმარტება გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ვენის კონვენციაზე მიუთითა. მართალია, აკრედიტებული დიპლომატის თავისუფალი გადაადგილების უფლება არის მასპინძელი სახელმწიფოს ვალდებულება. მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. მათ ერთი რამე დარჩენიათ, წავიდნენ შემდეგ გვერდებზე და 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი არ უნდა ჩაერიოს ქვეყნის საშინაო საქმეებში. ამ პუნქტსაც თუ წაიკითხავენ და შეასრულებენ, საერთოდ ჰარმონიული თანაარსებობა გვექნება მათთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა