შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი მესამე სამყაროსთვის - საქართველოში ოთახის აფეთქება არის მშვიდობა და გერმანიაში არის ომი

ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი მესამე სამყაროსთვის, ასე გვიყურებს ზოგიერთი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში ევროპის პოლიტიკური ელიტაში არსებობენ პირები, რომლებიც ერებსა და ქვეყნებს სხვადასხვა კატეგორიებად ყოფენ.

„ეს არის ბანალური ჭეშმარიტება, მაგრამ აბსოლუტურად მიმყარდება აზრი, რომ ბრიუსელსა თუ ზოგ დედაქალაქში ზოგიერთს ღირებულებებთან, სტანდარტებთან დაკავშირებით აქვთ ასეთი წარმოდგენა, არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდათ საკუთარ ოჯახში და არსებობს საექსპორტო სტანდარტი“, - დასძინა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მისი აზრით არსებობს სტანდარტი, რომელიც უფრო დაბალია და ბანანის რესპუბლიკებისთვის და მესამე სამყაროსთვის აქვთ მათ გათვალისწინებული.

,,ასე გვიყურებს ზოგიერთი ჩვენ, ახლა ამ დამოკიდებულებებს ყოველდღიურად ვხედავთ. გახსოვთ, ვიდეოც კი დავდე, ბერლინში ადამიანი მაშხალას ისვრის, ვარდება ოთახში, ფეთქდება, ის ადამიანი დაიჭირეს და მიუსაჯეს რაღაცა. თბილისში ისვრიან მაშხალებს, ვარდება პარლამენტის შენობის ოთახში, ფეთქდება, გამოდიან ელჩები, მათ შორის იმ ქვეყნების სადაც ეს ხდება, გერმანია, საფრანგეთი თუ სხვა და ამბობენ, რომ ეს იყო მშვიდობა. საქართველოში ოთახის აფეთქება არის მშვიდობა და გერმანიაში არის ომი - ეს არა ორმაგი სტანდარტია, არამედ ესაა, რომ არ მიგვიჩნევს ზოგიერთი იმ დონედ, ჩვენზე რომ გავრცელდეს რაღაც ნორმალური შეხედულებები. ზოგიერთს ვგონივართ ბანანის რესპუბლიკა, მესამე სამყარო, რაც სამწუხაროა. კიდევ ერთხელ, ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის პოლიტიკური ელიტაში არსებობენ პირები, რომლებიც უბრალოდ ადამიანებს ყოფენ სხვადასხვა დონეებად, კატეგორიებად, ერებს ყოფენ კატეგორიებად და ქვეყნებს ყოფენ კატეგორიებად”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა