“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” - საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი

საქართველოში კიდევ ერთი დასავლელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ავრცელებს.

საქმე ბრიტანელ ჟურნალისტს, უილ ნილს ეხება, რომელიც 20 მაისს, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოში არ შემოუშვეს. უილ ნილი საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.

RSF-ი აღნიშნავს, რომ ნილის საქართველოში არშემოშვება აპრილის დასაწყისში მის წინააღმდეგ “გაშავების” კამპანიას მოჰყვა, რომელსაც ქართველი პოლიტიკური ლიდერები და პრო-სამთავრობო გამოცემები უძღვებოდნენ. ასევე, აღნიშნულია, რომ „მათი თავდასხმა“ ნილის მიერ ბრიტანულ ჟურნალ Byline Times-ში გამოქვეყნებულ გამოძიებას მოჰყვა, "რომელშიც ჟურნალისტი ბიზნეს კავშირებზე საუბრობს ბრიტანეთში მდებარე კერძო სააქციო ჯგუფ Hunnewell Partners-სა და რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს შორის, რომელიც ევროკავშირის მიერაა დასანქცირებული. Hunnewell Partners-ი კი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია და პრო-სამთავრობო ტელეარხ “ტვ იმედს" ფლობს“.

„უილ ნილის შემთხვევა საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების რეპრესიების ახალ ეტაპს აღნიშნავს და მმართველების მიერ სახელისუფლო სტრუქტურებში ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების უარყოფას ნათლად აჩვენებს. იქნება ეს “გაშავების”კამპანიები, რომლებსაც პროსამთავრობო მედია და პოლიტიკოსები უძღვებიან, თუ ადმინისტრაციული დაბრკოლება, ეს დაშინების ტაქტიკები უნდა დასრულდეს. RSF-ი გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ აკრძალვას და მისი დაუყოვნებლივ მოხსნისკენ მოუწოდებს. ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა ასევე პასუხი უნდა აგებინონ ქართველ ოფიციალურ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან ბრიტანეთის მოქალაქის ერთ-ერთი უფლების დარღვევაზე”, - განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟენ კაველიემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის