ლევან ცუცქირიძე - ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? - დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება

სანქციების განხორციელება საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნიდანაც შეგვიძლია, - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარემ ლევან ცუცქირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, ეკონომიკური ბოიკოტი წინააღმდეგობის ყველაზე გავლენიანი ფორმაა.

“ჩემთვის დემოკრატიული და კანონიერი წინააღმდეგობის ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანი ინსტრუმენტი არის ბოიკოტი, მათ შორის, მოქალაქეების ეკონომიკური მოქმედება. ამაზე ჩვენ რამდენიმე ინიციატივა ადრეც გვქონდა, კიდევ გვექნება და სხვებიც თუ დაგვიჭერენ მხარს, ძალიან მოხარული ვიქნები.

არსებობს ბოიკოტის ბევრი ფორმა და ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომელი იქნება ეფექტური. როდესაც ჩვენ ვიწონებთ სანქციებს, სანქციების განხორციელება საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნიდანაც შეგვიძლია და უნდა ავუხსნათ. ვისურვებდი, პარტიებიც იმავეს აკეთებდნენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყოველგვარი ტელევიზიისა და ფოტოგრაფიის გარეშე, მოსახლეობასთან ურთიერთობა, მათ შორის, “ქართული ოცნების” ამომრჩეველთან ლაპარაკი”, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები ნებისმიერი არჩევნებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ.

“მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები (არჩევნებისთვის) ყოველთვის უნდა იყვნენ მზად. ახალ არჩევნებს ვითხოვთ, ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც იქნება მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება. რას ვგულისხმობ ნორმალურ საარჩევნო გარემოში - როდესაც აღარ გვეყოლება პოლიტპატიმრები. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ორი, რასაც უნდა მივაღწიოთ - საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს პარტიას. პოლიტიკური პარტიის საკვანძო ამოცანაა, ესაუბროს საზოგადოებას”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა