ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - ის ბრალს არ აღიარებს

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ პირს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ის „ერთი დღეც და ერთი წამითაც აქ არ უნდა იმყოფებოდეს“.

მისივე თქმით, ლევან ჯანგველაძეს არ იცნობდა, მაგრამ პატივს სცემდა და მისთვის „ერთ-ერთი კარგი ქართველი ადამიანი იყო“.

“არ ვაღიარებ ამ ბრალს, რაც ჩემს მიმართ არის წარდგენილი. ერთი დღეც და ერთი წამიც არ უნდა ვიმყოფებოდე აქ. როდესაც საგამოძიებო სამსახურმა დამიძახა, მითხრა, რომ მივსულიყავი საგამოძიებო სამსახურში, არც ერთხელ თავი არ ამირიდებია.

ლევან ჯანგველაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ქალაქიდან უდიდეს პატივსაც ვცემდი და ჩემთვის ერთ-ერთი კარგი ქართველი ადამიანი იყო. სამ ეპიზოდში მედება ბრალი: როდესაც იძახიან, დიღმელაშვილისთვის გადაცემის ფაქტს იარაღისო... ადამიანი, საერთოდ, არც კი დავიკითხე. საგამოძიებო სამსახურში გავიგე, რომ დიღმელაშვილი არის დაკავებული იმ ერთ-ერთი იარაღით, რომელიც მე დავკარგე. რაც შეეხება მამუკა ჟიჟილაშვილს, მე მაგ საკითხზე დავიკითხე. რაიმე სახის კი არა, მილიმეტრის მილიმეტრი არ მქონდა ამ ყველაფერთან შეხება, - აღნიშნა წივწივაძემ პროცესზე.

ინფორმაციისთვის, პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება