26 მაისს მოქალაქეები ლოზუნგით - "ერთად დამოუკიდებლობისთვის" რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან

ლოზუნგით: "ერთად დამოუკიდებლობისთვის" მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

19:00 საათზე შეკრებილებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

ასევე, დღის განმავლობაში, 15:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციიდან მარშები, ლექციები, დისკუსიები, გამოფენები და სხვადასხვა აქტივობა.

26 მაისის პროგრამა:

მარშები:

15:00 - “ეს დღე ჩვენია” (საჯარო მოხელეთა პროფკავშირი - კონსტიტუციის 78-ე) მუხლი

რესპუბლიკის მოედნიდან

15:00 - საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან

16:00 - პირველი რესპუბლიკის აღლუმი (წინაპრები და სოვლაბი)

რესპუბლიკის მოედნიდან

16:00 - საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია (კულტურის მარში: თეატრი, კინო, არქიტექტურა, ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა. კლუბები, სტენდაფები)

ფილარმონიიდან

17:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის მარში (ძლიერი საქართველო) მარჯანიშვილიდან

17:00 - ფედერალისტების მარში

რუსთაველის ძეგლიდან

დისკუსიები და ლექციები

15:30 - ლექცია გრაფ შულენბერგის და პირველი რესპუბლიკის შესახებ

რუსთაველის 21-ში

16:00 - საზოგადოებრივი ასამბლეის ჯგუფები გამართავენ პრეზენტაციებსა და დისკუსიებს

სახვითი მუზეუმის წინ

16:00 - ღია დისკუსია: უნივერსიტეტის როლი სახელმწიფოების შენებაში - ქართული განათლება საფრთხეშია

სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის წინ

16:00 - 16:30 - მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის პროგრამის წარდგენა

დისკუსია საქართველოს სოციალ- დემოკრატიული მომავალი “პირველი ნაბიჯები” ეგნატე ნონეშვილის ძეგლთან

16:00 - 17:00 - საპროტესტო აუდიტორია - დისკუსია 26 მაისის მნიშვნელობაზე და წიგნის გათამაშება

პირველი გიმნაზიის წინ

17:00 - დამკვირვებლები - დისკუსია არჩევნების გაყალბების თაობაზე

ეროვნული გალერიის წინ

20:00 - სტუდენტური მოძრაობების ინტერაქტიული სესია - განვლილი გზა და სამომავლო გეგმები

პირველი გიმნაზიის წინ

გამოფენები;

15:00 საათიდან - ევროკავშირი კულტურული მემკვიდრეობისთვის (კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმა, ეროვნული ფონდი)

გალერეის წინ

- გამოფენა „გვაქვს უთვალავი ფერითა - ჩვენი მემკვიდრეობა” (საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი)

- მზია ამაღლობელის მხარდაჭერის კუთხე და საუბარი მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე (მედიის ადვოკატირების კოალიცია- “მედია დამოუკიდებლობისთვის”)

გალერეის წინ

- გამოფენა პირველი რესპუბლიკის დროინდელ ინიციატივებზე (ქიზიყელები)

გალერეის წინ

- გააფერადე საქართველო (თაობები საქართველოსთვის, მხატვრები, ემიგრანტები)

გალერეის წინ

- ინტერაქტიური გამოფენა გმირების ფოტოებით და ბრძოლების ისტორიებით (ქვეყნის სამსახურში)

გალერეის წინ

- რუსეთის საფრთხის წინაშე (ფედერალისტების გამოფენა)

პირველი გიმნაზიის წინ

- გამოფენა: გრაფი შულენბურგი და საქართველოს პირველი რესპუბლიკა (სტრატეგია აღმაშენებელი)

რუსთაველის 21-ში

17:00 საათიდან - სტუდენტური მოძრაობების ორგანიზებული ღია გამოფენა

ქაშვეთსა და პირველ გიმნაზიას შორის

გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

15:00 საათიდან პირველ გიმნაზიასთან - საბავშვო შემეცნებითი სტენდი მემკვიდრეობაზე და რეწვის გამოფენა (მემკვიდრეობის პლატფორმა, ხალხური რეწვის ასოციაცია)

- წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა აქტივობები ბავშვებისათვის (საქართველოს წიგნის ასოციაცია, გამომცემლები)

- რეწვა და საკვები (მეწარმეების გამოფენა)

- გასართობ-შემეცნებითი გამოფენა-პრეზენტაცია (საფეხნო)

სხვა აქტივობები:

15:00 - “სართული” შეაგროვებს წერილებსა და საჩუქრებს პატიმრებისთვის ქაშვეთთან

15:00 - 16:00 - კინომუსიკის შესრულება ელექტრო ვიოლინოზე

ცისფერ გალერეას და გიმნაზიას შორის

15:00-18:00 - თავისუფლების მოედანი ჩააბარებს ანგარიშს ხალხს. შეგროვდება ხელმოწერები დამოუკიდებლობის აქტზე.

კაფე მუზეუმის წინ

17:10 - დეკლარაციის წაკითხვა და ხელმოწერა (წინაპრები და სოვლაბი)

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან

18:00 - 18:30 - არტისტული მანიფესტები და მუსიკალურ-ლიტერატურული ფლეშმობი (კულტურა დემოკრატიისთვის, საქართველოს პენცენტრი, გამომცემელთა ასოციაცია, საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი)

პარლამენტის წინ

დასკვნითი ღონისძიება:

- 18:30 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება “დამოუკიდებლობის გადასარჩენად”

- 19:00 უცხოელი მეგობრების ვიდეო მოლოცვები

- 19:30 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა.

ღონისძიებები და მარშები ორგანიზებულია "წინააღმდეგობის პლატფორმის", ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების, სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფის მიერ.

"26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ - რუსთაველზე გაცოცხლდება ჩვენი ეროვნული მეხსიერება და თვალსაჩინოს გახდის, თუ რამდენ ქართველს გვაერთიანებს ის, რასაც გარდაუვლად დავკარგავთ, თუ რეჟიმი არ შევცვალეთ.

19:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბებით ყველა, ვისაც გვსურს ვირწმუნოთ, რომ ჩვენს ბრძოლას შედეგი აქვს და ყოველ დღე, გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება!

შევიკრიბებით ერთად დამოუკიდებლობისთვის!", - წერია სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა