შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა - თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს - ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს

დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება. თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება.

,,ეს დღე ჩვენია!

დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება.

სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძვით, ვშრომობთ, ვზრდით, ვერ გავჩერდებით. გაჩერება ნიშნავს სიკვდილს, მარცხს, წაგებას.

თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს.

გვესმოდეს და ვიცოდეთ თავისუფლების ფასი, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, დროშის, გერბის, სახელმწიფოს საზრისი. გვესმოდეს, როგორ მივყვეთ ჩვენს გზას და არა სხვის კარნახს.

თავისუფლება და დამოუკიდებლობა თვითმყოფადი ცნებებია, ადამიანის ძირეული მოთხოვნილებაა. სხვა ყველაფერი უცხო და გარეშეა.

არსებობს ის რაც ჩვენია და არსებობს ის რაც სხვისია. ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, ჩვენის და სხვისის. პატრიოტიზმი სწორედ ეს არის, ჩვენის და სხვისის გარჩევა.

სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია!

გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს!” , - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქზე".

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ