ქნესეთის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს - თქვენ და ქართველ ხალხს, გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე, ამირ ოჰანა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

შალვა პაპუაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ისრაელელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.

„ბატონო თავმჯდომარევ, თქვენ და ქართველ ხალხს, გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ისრაელელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მეგობრობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. უაღრესად მოხარული ვარ თქვენთან ჩვენი ბოლოდროინდელი შეხვედრით საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე ტაშკენტში. მწამს, რომ ჩვენს შორის არსებული პროფესიონალური დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები, და გისურვოთ წარმატებული დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული!“ - ნათქვამია ამირ ოჰანას მისალოც წერილში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე