შალვა პაპუაშვილი - დღესაც ვხედავთ, რომ არის სურვილი, შეგვიზღუდონ ჩვენი ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლება, გვიკარნახონ, საით უნდა წავიდეთ და როგორ განვვითარდეთ, მოგვახვიონ საკუთარი დღის წესრიგი

დღესაც ვხედავთ, რომ არის სურვილი, შეგვიზღუდონ ჩვენი ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლება, გვიკარნახონ, საით უნდა წავიდეთ და როგორ განვვითარდეთ, მოგვახვიონ საკუთარი დღის წესრიგი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქტი.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ჩვენია, ყველა ქართველი პატრიოტის, ვისაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, ამ ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა მთავარ მიზნად მიაჩნია. ჩვენი ათასწლეულობით გამოვლილი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ გვქონია მომენტები, როდესაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გვიწევდა. ბოლოს 34 წლის წინ მოგვიწია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღგვედგინა, თუმცა, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქტი. დღესაც ვხედავთ, რომ არის სურვილი, შეგვიზღუდონ ჩვენი ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლება, გვიკარნახონ საით უნდა წავიდეთ და როგორ განვვითარდეთ, მოგვახვიონ საკუთარი დღის წესრიგი. ამიტომ, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს თითოეულმა ქართველმა პატრიოტმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ჩვენი უდიდესი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველ პატრიოტს ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური შრომის შედეგი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა