შალვა პაპუაშვილი - დღეს ჩამოდის ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ფაშისტური განცხადებებით გამორჩეული ლიეტუველი დეპუტატი - იმედია, პირველი, რასაც ის ქართულ მიწაზე გააკეთეს, ბოდიშს მოიხდის

ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიეტუველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით - იმედია, პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში საღამოს დაგეგმილ აქციას, სავარაუდოდ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე შეუერთდება.

მისივე თქმით, „ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს და ვინც მას ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე, აპრიორი ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები“.

„ვნახეთ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიტველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. იმედი მაქვს, რომ პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის. ეს ყველაზე კარგი მაგალითია იმის, რომ სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს, ვინც სააკაშვილს ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე, აპრიორი დეფინიციითვე, ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა