შალვა პაპუაშვილი Tbilisi Open Air-ის შესახებ კითხვაზე - ვინც ფიქრობს, რომ დათესოს შუღლი, გათიშოს, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ხალხი ამ ქვეყანას ემტერება, ეს უნდა ვიცოდეთ

მე თვალ-ყურს არ ვადევნებ ამ საკითხებს, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, ვინც ფიქრობს, რომ დათესოს შუღლი, გათიშოს, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ხალხი ამ ქვეყანას ემტერება, ეს უნდა ვიცოდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air 2025-ის შესახებ დასმულ შეკითხვას.

პაპუაშვილის თქმით, ვინც ცდილობს ზიზღი შემოიტანოს, ის მხოლოდ მტრობს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას.

„ჩვენ ვნახეთ 9 აპრილს სამარცხვინოდ, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა ძალადობის აქტი დააორგანიზეს რუსთაველის გამზირზე და მათ შორის, 9 აპრილის მონაწილეებზე იძალადეს და არ მიუშვეს მემორიალთან. ესენი არიან ამ ცრუ ფიცის და ცრუ ღირებულებების მატარებელი ადამიანები, მხოლოდ შუღლს და განხეთქილებას თესავენ ჩვენ საზოგადოებაში. საზოგადოებამ, მათ შორის 17 მაისს გასცა პასუხი, როდესაც გამოვიდა მთელი ქვეყანა ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში და აჩვენა, სად დგას ქართველი ხალხი.ქართველმა ხალხმა დღეს აჩვენა, თუ რას ნიშნავს ერთიანობა, რას ნიშნავს სიამაყე საკუთარი დამოუკიდებლობით. ასე რომ ყველა, ვინც ცდილობს, რომ გათიშოს, ბოროტება დათესოს და ზიზღი შემოიტანოს ის მხოლოდ მტრობს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა