პაატა მანჯგალაძე - მაშინ ქაქუცა და თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ „ღალატში“ ბრალდებულნი, დღეს სუფთა, ნათელი ახალგაზრდობა ხდება ე.წ. ხელისუფლების მიერ „მტრად“ შერაცხული

არ მოგატყუოთ და არ ავყვეთ „რუსქოცების“ პროპაგანდას, თითქოს რაღაცას ზეიმობენ და რამეს იცავენ. სინამდვილეში, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ სუვერენიტეტი დასავლეთისგან გათავისუფლებას ნიშნავს,- ამის შესახებ “სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „დღეს საქართველოს თავისუფლების ნამდვილ მცველებს აგენტებად ნათლავენ“.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

არ მოგატყუოთ და არ ავყვეთ „რუსქოცების“ პროპაგანდას, თითქოს, რაღაცას ზეიმობენ და რამეს იცავენ. სინამდვილეში, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ სუვერენიტეტი დასავლეთისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ეს ისეთივე სიცრუე და პროპაგანდისტული შხამია, როგორიც იყო 100 წლის წინ ბოლშევიკებისგან.

მაშინ ჟორდანიას მთავრობა იყო “ხალხის მტერი და იმპერიალიზმის აგენტები”, დღეს საქართველოს თავისუფლების ნამდვილ მცველებს და მის მხარდამჭერებს აგენტებად ნათლავენ.

მაშინ ქაქუცა და თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ “ღალატში” ბრალდებულნი - დღეს სუფთა, ნათელი ახალგაზრდობა ხდება ე.წ. ხელისუფლების მიერ “მტრად” შერაცხილი.

მაგრამ ახლა საქართველო სხვაა. გავიარეთ წარსული, გავიგეთ თავისუფლების ფასი. გვყავს თაობა, რომელიც სიმართლეს არ უფრთხის. გვყავს პარტნიორები, რომელთაც ჩვენს გვერდით დგომა შეუძლიათ. დღეს საქართველო მარტო აღარ არის და აღარ დავუთმობთ თავისუფლებას ივანიშვილს და მის ნეობოლშევიკებს.

გაუმარჯოს თავისუფლებას!

დიდება გმირებს!

დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა