რუსთაველის გამზირზე 26 მაისთან დაკავშირებით ღონისძიება - „საქართველო კვლავ დაგიცავ“ მიმდინარეობს - მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილი მიმართავს

„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ღონისძიება დაიწყო.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.

თბილისში, 26 მაისის ღონისძიებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც შეუერთდა.

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილის შემდეგ სიტყვით მიმართავს.

დღეს, დღის განმავლობაში, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართა. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მარშები და მსვლელობები მოეწყო, საბოლოოდ კი მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ.

ამასთან, შეგახსენებთ რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეა. მოქალაქეები 28 ნოემბრიდან დღემდე ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში და ასე გამოხატავენ პროტესტს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს