აკაკი ბობოხიძე - უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ იძულება, იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად მაინც თქვას: „ოღონდ დამანებეთ თავი და მოდით, ჩავატაროთ არჩევნები“

მე მაქვს ძალიან მარტივი დამოკიდებულება - “ქართული ოცნების” კარნახით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამავე გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებასაც უპასუხა, რომელიც ოთხ დიდ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრობდა.

ბობოხიძის თქმით, ქვეყნის შიგნით რევოლუციის არც სურვილი და არც რესურსი არ არსებობს, ამიტომ საჭიროა, “ქართული ოცნების” იძულება, რომ მან არჩევნები დანიშნოს.

„ახლა ვუსმენდი, ოთხ ქალაქში შეგვიძლია მონაწილეობა და მოგება, თუ შევთანხმდებითო. თბილისი ხომ წააგო “ქართულმა ოცნებამ”, ეს გაყალბებული არჩევნებიც ხომ წააგო ჯამურად ოპოზიციასთან, ოღონდ მე სხვა შეკითხვას ვსვამ - ყველა ერთად ვუყურებდით, დავთვალეთ, მთელი საქართველო არის დათვლის მონაწილე, დაითვალა და წააგო “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ თქვა, “ფეხებზე მკიდია”, დახია და მაინც გამარჯვება დაიწერა, მაშინ რას ვაკეთებთ, მაინტერესებს? შიგნით რევოლუციის არც სურვილი გვაქვს და არც ძალა, გარედან მხარდაჭერა გვაქვს მაგრამ ამათ ფეხებზე ჰკიდიათ, ანუ თუ არ არსებობს ზემოქმედების ბერკეტი, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ იმ არჩევნებს არ ვაპატიებთ, ოღონდ თუ გააყალბა, მაგრამ “არ ვაპატიებთში" რას ვგულისხმობ? ამიტომ, მანამდე უნდა მოხდეს “ქართული ოცნების” იძულება, მისი მიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მან ქვეყნისთვის სასარგებლოდ თუ არა, საკუთარი თავის გადასარჩენად მაინც თქვას, ოღონდ დამანებეთ თავი და მოდით ჩავატაროთ არჩევნებიო”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს