„ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

“ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებიდან, ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც მისი ადვოკატი თამარ წულუკიძე აცხადებს, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ლუკა ნაცვლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდებოდა.

თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, სავარაუდოდ, ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

“საპროტესტო აქცია უკვე დასრულებული იყო, რეალურად აქციის მონაწილეებს შორის ხმამაღალი კომუნიკაცია დაფიქსირდა და ამ დროს, უცებ ლუკა დააკავეს. თავდაპირველად პოლიციელთა მხრიდან, არც მოწოდება იყო ისე დააკავეს, ლუკა ნაცვლიშვილი პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დიდი ალბათობით სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. დეტალებს სასამართლო პროცესზე თავად ლუკასგან მოვისმენთ”,- აცხადებს თამარ წულუკიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

ადვოკატის თქმით, ლუკა ნაცვლიშვილს გამოძიება ორი მუხლით ედავება. ადვოკატმა პოლიციის განყოფილება, რამდენიმე წუთის წინ დატოვა. პოლიციის შენობასთან, ლუკა ნაცვლიშვილის მხარდამჭერები კვლავ იმყოფებიან.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს