ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მათ ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა.

„საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენ თანამემამულეები მთელ მსოფლიოს აცნობენ საქართველოს უნიკალურობას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას. შესაბამისად, მათი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამ მისიის მნიშვნელობას.

ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მათ ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ. მოხარული ვარ, რომ შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე მოიმატებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული მისია, ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამემამულე წლიდან წლამდე დავაბრუნოთ სამშობლოში“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე