გიორგი ვაშაძე - გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია - სალომე ზურაბიშვილმა ჩიხიდან გამოსავალი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით თქვა

გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია - სალომე ზურაბიშვილმა ჩიხიდან გამოსავალი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით თქვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაშია“.

„გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია. სალომე ზურაბიშვილმა ჩიხიდან გამოსავალი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით თქვა. ეს არის ახალი წესებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თვითმმართველობის არჩევნები და არა პირიქით. ის, რაც 4 ოქტომბერს იგეგმება, ეს არჩევნები არ არის და მე სრულად ვიზიარებ ამ წინადადებას. საპირისპიროდ არაფერი მომისმენია „ქართული ოცნების“ ივანიშვილი -კობახიძის დაჯგუფებისგან, რომ რამეს სთავაზობს საზოგადოებას. ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ევროპის სამი მძლავრი სახელმწიფოს ლიდერი - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი პირდაპირ და მკაფიოდ ამბობენ, რომ იმისთვის, საქართველომ ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს, „ქართულმა ოცნებამ“ უარი უნდა თქვას ამ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ჩიხიდან და კრიზისიდან, რომელიც ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფებამ შექმნა, სალომე ზურაბიშვილმა ამაზე ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა. მე ალტერნატივა არ მომისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან. გეგმა უნდა დადოს იმან, ვინც ეს კრიზისი გამოიწვია. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს