მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის დაკავებაზე - არანაირ გარიგებაზე საუბარი არ არის, მას დაუმტკიცდა, რომ თაღლითური გზით ასეულობით მილიონი აქვს მითვისებული - ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას

ამ ადამიანს სასამართლოთი დაუმტკიცდა, რომ თაღლითური გზით ასეულობით მილიონი აქვს მოპარული, მითვისებული, ზუსტი კვალიფიკაცია არ მახსოვს და გუშინდელი ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი იქნა დაკავებული. ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ასევე, გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ, შესაძლებელია გარიგების შედეგად მომხდარიყო ბაჩიაშვილის დაკავება, მდინარაძე აცხადებს, რომ „არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“.

„როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული და მადლობას ვუერთდები ქართული სპეცსამსახურების და ძალიან მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან და ასეთი გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, იპოვებენ, არსებობენ წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან და შესაბამისად რეაგირებენ. ამიტომ, ეს არის წარმატებული ღონისძიება, წარმატებული ოპერაცია, რომელიც თქვენ არ გაგიხარდებოდათ იმიტომ, რომ ეს ადამიანი როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის, დაგეგმილი, დასაგეგმი თუ მიმდინარე აქციების მთავარი დამფინანსებელი იყო და საბოლოო ჯამში ისიც ასრულებდა დავალებებს. სხვანაირად მისი ქმედება, მას რომ ის გაებედა, რაც გაბედა, წარმოუდგენელია. დავალების შემსრულებელი, ადამიანი, რომელმაც დიდი თანხები მოიპარა არის დაკავებული, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს