რასა იუკნევიჩიანე - ევროპარლამენტის წევრები თბილისში, პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ - გვინდოდა შეხვედრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მოგვცა, არ გაგვკვირვებია

თბილისში ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.

ბიძინა ივანიშვილის ციხეებში - სტუდენტები, მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მრავალი სხვა უბრალოდ იმიტომ არიან, რომ ისინი დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ”, - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, სურდათ შეხვედრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელთანაც, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მისცა.

„გვინდოდა შეხვედრა პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მოგვცა. არ გაგვკვირვებია“, - წერს ევროპარლამენტარი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა