ირაკლი კობახიძე - ვახტანგ გომელაურმა მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებაზე - გასული 4 წლის განმავლობაში მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული წვლილი აქვს რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში.

როგორც ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვახტანგ გომელაურმა მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე და გუნდმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ბატონმა ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან შესაბამისი თხოვნით რამდენიმე დღის წინ მოგვმართა. ჩვენთვის ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო, თუმცა მთელი გუნდი გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი. 10 წელზე მეტი ხსნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეს საქმე არ არის იოლი, დიდ ენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. შესაბამისი თხოვნით მოგვმართა და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მან ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე, ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის ღირსეული კაცი, მას მინდა სამომავლო საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო, ის არის ჩვენი მეგობარი, წარმატებები მას ყველაფერში“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი