შსს - ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია არასწორია - ისინი აგრძელებენ მუშაობას

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ორივე მათგანი სამინისტროში მუშაობას აგრძელებს.

„არასწორია ინფორმაცია. ისინი აგრძელებენ შსს-ში მუშაობას“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ვაჟა სირაძისა და ე.წ. ხარებას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე კი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გელა გელაძე წარადგინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე