ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველას, რომელიც მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო დასანქცირდა - ის მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს, შემდეგ კი სანაგვეში ისვრის

ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, რომელიც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი „მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში ისვრის“.

„ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რის ფარგლებშიც საკუთარ მხარდამჭერებს და მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში ისვრის, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არის, მათ შორის დღეს გომელაურის გადადგომა. ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, რომელიც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გომელაური აპირებდა გადადგომას. გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს, „ხარებას“ და ა.შ. ივანიშვილი თითოეულ სანქცირებულ პირს და ჩინოვნიკს მოიშორებს, სანაგვეში მოისვრის იმიტომ, რომ ისინი არიან მისთვის ერთჯერადი ნივთები, რომელიც არ დასჭირდება. მისი უსაფრთხოების გამო, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გაანადგურებს მის მხარდამჭერებსა და გუნდს“, -განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გომელაურმა განმარტა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რაც „იმის საშუალებას მისცემს, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს“. როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე