ირაკლი ზარქუა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მათთან შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში - ნუ ართულებენ ურთიერთობებს

ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც მათ შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში - ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ზარქუამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროტოკოლის დაცვისკენ მოუწოდა.

„ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს. წინა ადმინისტრაციის დროს, ისედაც საკმაოდ ჩიხში შეიყვანა [ურთიერთობები] იმ არასწორმა პოლიტიკამ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს [ურთიერთობები] და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ," - განაცხადა ზარქუამ.

გარდა ამისა, მან ელჩებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ "იმ გაუგონარ თავხედობას, რასაც ადგილი აქვს გარკვეული ელჩების მხრიდან, წერტილი უნდა დაესვას".

"რატომღაც ზოგიერთ ელჩს ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა არის არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცებაა. ვწუხვარ, მაგრამ უნდა შევახსენოთ, იქნებ წაიკითხონ ეს ვენის კონვენცია. იქნებ ეს საერთაშორისო ურთიერთობები ხელახლა გადაიკითხონ. მოვუწოდებთ ელჩებს, შეეშვან ამ თავხედობას. ზღვარი აქვს ყველაფერს," - განაცხადა ზარქუამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო