შალვა პაპუაშვილი - ვახტანგ გომელაურს უწევდა გამკლავებოდა რევოლუციურ მცდელობებს, რომელიც ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ იყო მიმართული და ამას წარმატებით აკეთებდა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში რევოლუციები აღიკვეთა, რაც ძალადობისკენ იყო მოწოდებული.

პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაური ამას წარმატებითაც აკეთებდა არა მხოლოდ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ ზოგადად, კრიმინალთან ბრძოლის მხრივ.

ვახტანგ გომელაური გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი „ქართული ოცნების“ მთავრობის კაბინეტში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმაში, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხო გარემოზე, საქართველოში კანონიერების უზრუნველყოფაზე. განსაკუთრებით ვსაუბრობთ იმაზე, რომ არეულობების, რევოლუციების მცდელობები გარედან იგეგმებოდა. რამხელა რესურსი- ფული, პროპაგანდისტული მხარდაჭერა იყო ამ ყველაფერში ჩადებული, მათ შორის გარედან. მას მიუძღვის ასევე განსაკუთრებული წვლილი, რომ ეს რევოლუციები, რომელიც საერთო ჯამში მოწოდებული იყო ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ და ამის მცდელობებს ვხედავდით, პარლამენტის შტურმებს და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოყოლებული, ამ ყველაფრის გამკლავება ბატონ ვახტანგ გომელაურს უწევდა და ამას წარმატებითაც აკეთებდა არა მხოლოდ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ ზოგადად, კრიმინალთან ბრძოლის მხრივ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გომელაურმა განმარტა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რაც „იმის საშუალებას მისცემს, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს“. როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა