შალვა პაპუაშვილი - სუს-ის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო მყარად დამკვიდრებულია - ყველამ ნახა, რომ ისე ჩატარდა ღონისძიება, ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს

ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს [გიორგი ბაჩიაშვილს] - ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულებას გაექცეს.

„რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულების მხრიდან 11 წელი ჰქონდა მისჯილი. ის, რომ მისი დაკავება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო მყარად დამკვიდრებულია. ის, რომ არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულებას გაექცეს და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს, ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან და ყველას საქართველოს სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს და შესაბამისი, სასჯელის მოხდა.

ყველამ ნახა, რომ ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს [გიორგი ბაჩიაშვილს]. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს