სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას „ძალისუფლებას“ უწოდებს

გუშინ “წინააღმდეგობის პლატფორმას” შეხვედრა ჰქონდა აქ ჩამოსულ ევროპარლამენტის მისიასთან, მათთან ერთად გავიარეთ აქაური მდგომარეობა, დემოკრატიული უკუსვლა, დაჭერები, სინდისის პატიმრების მდგომარეობა, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მისიასთან ასევე განიხილეს საკითხი, თუ რამდენად შეუძლია პლატფორმას ახალი ალტერნატივა შექმნას, რომელიც მზად იქნება „ძალაუფლება ჩაიბაროს“.

„გუშინ “წინააღმდეგობის პლატფორმას” შეხვედრა ჰქონდა აქ ჩამოსულ ევროპარლამენტის მისიასთან - ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის მისიასთან და მათთან ერთად გავიარეთ აქაური მდგომარეობა, დემოკრატიული უკუსვლა, დაჭერები, სინდისის პატიმრების მდგომარეობა, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხი, რომელიც ახალ ტალღას ნიშნავს, ასევე საუბარი შეეხო პლატფორმას, თუ რამდენად უპასუხებს პლატფორმა პარტნიორებისა და ხალხის მოთხოვნას, რომ პოლიტიკური ალტერნატივა შეიქმნას, რომელიც მათ დაანახებს, რომ არსებობს ძალა, რომელიც მზად არის ჩაიბაროს არჩევნებიც და ძალაუფლებაც. ვაკუუმი არასდროს აღარ იქნება ამ ქვეყანაში, მას შემდეგ, როცა ჩამოიშლება დღევანდელი ხელისუფლება, რეალურად „ძალისუფლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე