პაატა ბურჭულაძე - ის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს - რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს, ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს

ის არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს, ამიტომ ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საკუთარ თავს მოიტყუებს, - ამის შესახებ გაერთიანება „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, ინტერნეტით ჩატარებული არჩევნები უტყუარია და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს - ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს. მაქსიმუმ ორ თვეში ჩვენ გვექნება ამის აღჭურვილობა. სამი მოდელი არსებობს, ერთი უკვე აქ არის, ორი ჩამოვა. ერთი შექმნა ჩეხეთმა და ორი შექმნა ამერიკამ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე