შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი და გერმანიის კონსტიტუცია

თუკი ელჩი მეძახის მე მონას, თუკი ელჩი ამბობს, რომ არ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მაშინ მოქალაქისთვისაც, ის უკვე უყურებს არა როგორც ელჩს, არამედ უყურებს როგორც რიგით პოლიტიკოსს, ქართველ რადიკალურ პოლიტიკოსს, რომლის მიმართაც შეიძლება ასეთი რეაქციები იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას.

მისი თქმით, გერმანიის ელჩი არღვევს ვენის კონვენციას და გერმანიის კონსტიტუციას.

„როდესაც ვსაუბრობთ, მათ შორის, ვენის კონვენციაზე, პირველი გახლავთ ინტერვიუ, სადაც გერმანიის ელჩმა ბანერის ფონზე „თავისუფლება მზიას“ მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის პირდაპირი დარღვევა. ეს არის ჩარევა ადგილსამყოფელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში დიპლომატის მხრიდან. ეს არის პირდაპირი დარღვევა ვენის კონვენციის. მეორე სურათი, სადაც ის ასევე ბანერით რაღაც სიგნალებს გვიგზავნის როგორც ჩანს, სადაც წერია მონა და ელჩი ამის ფონზე პოზირებს, ფაქტობრივად ამ „მესიჯს“ უგზავნის მათ, ვისაც რადიკალები ამ სიტყვით მიმართავენ. მიმართავენ „ქართულ ოცნებას“, მის ამომრჩეველს, მილიონ 120 ათას ადამიანს ამ სიტყვით-მონათი. ეს გახლავთ გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა. როდესაც გერმანიის ელჩი ასე იქცევა, რომ ის არღვევს ვენის კონვენციას, ის არღვევს გერმანიის კონსტიტუციას ამ პერფორმანსით და გამოჩენით, მონებს ეძახის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მილიონ 120 ათას ადამიანს და ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს იმაზე, რომ წუხს, შეიძლება არ იცოდა რა ეწერა იქ და ახლა ინანიებს, მაგრამ რადგან ამაზე სიტყვა არ დაუძრავს, ე.ი. ძალიან კარგადაც იცოდა რაც იყო და გამოდის, რომ მონას გვეძახის.

სხვათა შორის, შეგახსენებთ, იყო ერთი ცნობილი უკრაინელი ელჩი გერმანიაში, ომის დასაწყისში, თუ გახსოვთ, საკმაოდ ექსტრავაგანტური ელჩი იყო, რომელმაც „ღვიძლის ძეხვი“ უწოდა გერმანიის კანცლერს. თუკი ამ ელჩის დონეზე უნდათ, რომ ჩვენთან ელჩები დავიდნენ, აქ სხვა კულტურაა. აქ „ღვიძლის ძეხვების“ ძახილს ელჩებისგან, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ვერ მოითმენს და ვერც მონას ძახილს ელჩის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება ვერ მოითმენს“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი LIVE“-ში შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო