შალვა პაპუაშვილი - 12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით "შატალოზე" იყო ერთი სესია, მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას, უსაქმურობაში, უსაქმურობას კი ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს - მათ მანდატები შეუწყდებათ

12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით, "შატალოზე" იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას, არ ვაძლევდით დეპუტატის ხელფასს, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში. უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ მხრიდან ლეგიტიმაციის არაღიარება ფარსია, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ეს იგივეა, „ადამიანი იდგეს შუქნიშანთან და არ აღიარებდეს შუქნიშანს“.

„უკვე დადგა ის გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და მათ შეუწყდებათ მანდატები. ვერაფერს გამოასწორებენ, საკმარისი გაცდენები აქვთ. რაც შეეხება შემდეგ თორმეტეულს, ეს მათი გადასაწყვეტია მოიქცევიან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უცხოელების კარნახით, თუ აიღებენ ხელში იმ მანდატს, რომელიც მათმა ამომრჩეველმა მიანიჭა.

ლეგიტიმაციის არაღიარება არის ფარსი, ეს იგივეა, ადამიანი იდგეს შუქნიშანთან და არ აღიარებდეს შუქნიშანს, ამბობდეს, რომ არ არსებობს. რეალობა არის რეალობა. თავის ფანტაზიის სამყაროში რომ ცხოვრობენ, სამედიცინო ენაზე სხვა სახელი ჰქვია. თორმეტი დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით "შატალოზე" იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას, მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას, არ ვაძლევდით დეპუტატის ხელფასს, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში. უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს, ამის სათანადო ბერკეტები არსებობს კანონმდებლობაში“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა