შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე - 1 მლრდ დოლარი აქვს ადამიანს მოპარული - შესციცინებენ და ბიტკოინს ბიტკოინზე „ცანცლავენ“ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრად შერაცხონ

ასეა, შესციცინებენ და ბიტკოინს ბიტკოინზე „ცანცლავენ“ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრად შერაცხონ. ადამიანს ნაყიდი რომ გექნება პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს აჩვენებს რა დონის საერთაშორისო თაღლითია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს 1 მლრდ დოლარი აქვს მოპარული.

„ყველაფერს ფული განაპირობებს. 1 მლრდ დოლარი აქვს ადამიანს მოპარული. ასეა, შესციცინებენ და ბიტკოინს ბიტკოინზე „ცანცლავენ“ იმისთვის, რომ შერაცხონ ის პოლიტპატიმრად. ადამიანს ნაყიდი რომ გექნება პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს აჩვენებს რა დონის საერთაშორისო თაღლითია“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.

ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ