შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია იქცევა როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი - მინდა უცხოელ ელჩებსა და პოლიტიკოსებს მივმართო: ან მელიას უთხრან, რომ გირაო გადაიხადოს ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ

ნიკა მელია იქცევა როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი - მინდა უცხოელ ელჩებსა და პოლიტიკოსებს მივმართო: ან მელიას უთხრან, რომ გიარაო გადაიხადოს ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ, თუ გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებს! - ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის შეფასებით, სიტუაცია იმის იდენტურია, რაც ოთხი წლის წინ - 2021 წელს იყო.

მისი თქმით, „მაშინ ზოგიერთმა ელჩმა ქვეყანა ყალბი და ცრუ საბაბით აჯანჯღარა“.

„წინა ჯერზე მელიამ თქვა: - არც გირაოს გადავიხდი და ვერც დამიჭერთო. მის ამ ქცევას რამდენიმე უცხოელი უჭერდა მხარს. მათ შორის ლიეტუვის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამაგრებულ ალამუტში პირადად მივიდა, რათა ეთქვა, რომ მაგრად დამდგარიყო, სახელმწიფო არ ეღიარებინა და გვერდში დაუდგებოდა. შემდეგ დავინახეთ როგორ გამოადგა ლიეტუვის ელჩი - ის საპატიმრო დაწესებულებაში მიაბრძანეს, თუმცა ასევე ვნახეთ, რომ ამის გამო სამი წელი ლიეტუვის და სხვა ქვეყნის ხელისუფლებები საქართველოს რეპუტაციას ულახავდნენ და აბრალებდნენ, რომ თითქოს მაშინ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური დევნა იყო. სამი წლის თავზე ლიეტუვის და სხვა ხელისუფლებებს სტრასბურგის სასამართლომ ფურცელი ააფარა და უთხრა, რომ ისინი სახელმწიფოს, ერს და ხალხს ცილს სწამებდნენ. ამის მიუხედავად, ფურცელს დახედეს და გაიარეს - არც ერთმა ხელისუფლებამ, ვინც მაშინ ცილს გვწამებდა, ბოდიშიც არ მოიხადა. მაშინ იყვნენ ევროკავშირის, ბრიტანეთის ელჩები და სხვები.

იგივე სიტუაცია იყო ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში - ისევ ბრიტანეთის, ნორვეგიის და ბალტიისპირეთის ელჩები გამოდიან. ზუსტად იგივე ტყუილი თქვეს. ადამიანებს არც კი რცხვენიათ, როცა ტყუილებს ამბობენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს