ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სუს-ის რეკლამირებით, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი - თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში

ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს არ ვიცი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში“.

პრემიერის თქმით, ბაჩიაშვილი მოხარული უნდა იყოს იმით, რომ არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში.

„მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერისა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს არის მისი საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე